|
ჩემო მოამაგენო, თუ გსურთ, რიტმი შეცვალეთ, თუ გსურთ, მეტრიც შეცვალეთ მეორედ და მესამედ.
ალიტერაციებსაც ნუღარ მოერიდებით.
მეტაფორაც გაშიფრეთ, არა უშავს, აიტანს.
შედარებით იოლად შედარებებს შეხედეთ.
ნუ დაიცავთ ყოველი ინვერსიის მაგალითს.
ზუსტი ინტონაციის შერჩევასაც ერიდეთ.
შეგიძლიათ, ზოგ რეფრენს ხაზი არც კი გაუსვათ.
ყველა ქვესათაური არ იქნება საჭირო.
გამოტოვეთ სტროფი და გამოტოვეთ ტაეპი.
ოღონდ ჩემი გვარი და სახელი არ გამოგრჩეთ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















