|
მომენატრა მიწა მეტი, მზე მეტი და ცა მეტი, მეტი ეშხი, მეტი ცეცხლი, მეტი ტემპერამენტი.
ავხმიანდი, ავდექი და წავედი და ვიხილე მიწა მეტი, მზე მეტი და ცა მეტი.
შემოსილი მწვანეთი, იღვიძებდა მიწა მეტი, მზე მეტი და ცა მეტი.
აგური და ცემენტი, ხმაურობდა მიწა მეტი, მზე მეტი და ცა მეტი.
სიყვარულით ნაგები: არც თორმეტზე მეტი იყო, არც თორმეტზე ნაკლები.
ძველი ამხანაგები: არც თორმეტზე მეტნი იყვნენ, არც თორმეტზე ნაკლები.
ჭადრები და კაკლები: თორმეტ ხეზე მეტი იყო, თორმეტ ხეზე ნაკლები.
ღამენათევარს: ოცდაექვსის ნახევარი - ოცდაექვსის ნახევარს.
იცინოდა ზეცა, უწალკოტესი, არსად ჩანდა ქარაშოტი - ურჩი და უმეცარი, ისვენებდა ტელეგრაფის მავთულების ნოტებზე ორჯერ ხუთი მერცხალი და კიდევ სამი მერცხალი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















