|
ყველას თითო რჩეული ყავს, ვის - მეფე და ვის - პაიკი, მე კი ერთნაირად მიყვარს, რაკი მიყვარს, - ის და იგი.
ავღიღინდი მისი ნებით, სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ ისინი და ისინები.
რიგი - სისხლით, რიგი - ვენით, ძველ ადგილებს იკავებენ იგივე და იგივენი.
და ხან ჩუმად ვიგინები: კვლავ სცენაზე გამოდიან იგინივე იგინები. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















