|
გვაფრთხილებენ ისევ მიწის ქვეშეთიდან, გაამართლა ძველმა ჰიპოთეზა, მზე ამოდის, მზე ლოცავე: ეს ერთი და... ქარი კარზე აკაკუნებს: სეზამ!..
დაიწია მოთმინების დონემ, კაცმა ფრთხილად წამოიწყო: კაცი ვარ და... ბრძენი მსჯელობს: თაფლი იყოს, თორემ...
სხვა ახალი... ვერ წავიდა ვერსად, ერთი გული ეუბნება: ეგ არის და... მეორე კი ამბობს: ფერი ფერსა...
ზოგჯერ თქმითაც... ჯერ თავო და თავო... სხვა სხვის ომში... ცრა მთას იქით, ცხრიანებთან ხელი ხელს ბანს... უნდა შეედავო.
მოკლას ხარი... ხარი ხართან... თივამ... ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა... ხარი ხართან... ორი ხარი ამოატივტივა.
საზღვრებს შორის გარბის ორი კატა, ტაშტი გატყდა... ნუ დაკარგავ ძველსა გზასა... ხმა გავარდა... ურემი რომ გადა...
შვილი ისე... გაღმა შეედავე... ატმის რტოო... ჭირსა შიგან... სევდა-ნაღველს სძულს სადავე, უყვარს სისადავე.
მსუბუქია მიწა დედამიწის, მუნჯის ენა (ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს) მუნჯის დედამ იცის.
გვარზე ხტისო... წისქვილმა კი ფქვასო... კედელს ცერცვი... ახალ ჯაჭვებს კიდებს კერა, ახალ ჭაღებს ანთებს სადარბაზო.
ისევ ვსინჯავ კეთილშობილ მეტალს, ეს ერთი და... ეს ძველი და... ეს ასე და... ისევ: ბევრი ხელის ჭირიმე და... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















