მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
თქვენ - ყველაფერი,
მე - ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.
თქვენ - ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე - ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.
მამრი თუ მდედრი -
ნუ მყვედრით ყველა,
მე - ჩემი ხვედრი -
შვლის ნუკრის შველა...
მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet