|
ჩვენ ვართ ღორები გვიყვარს ლაფარო ტალახი, წვირე, მოთხვრილი ვარცლი ჩვენ ვართ ღორები და სალაფავის თქვლეფას ერთმანეთს არასდროს ვაცლით.
რკო და წიწიბო, სახრე და შოლტი მე ჩემი გოჭი ჭამაში მჯობდა მე კიდე ჩემ გოჭს ჭამაში ვჯობდი.
გვიყვარს გემოზე თქვლეფა და ძღომა ჩვენთვის ერთია პანტა და სკორე ესღა გვაკლია, ჯაფა და შრომა.
დაკვლას გვიპირებს? სულ არ გვაწუხებს! მთავარი არის! ბლომად ხომ გვაჭმევს მთავარი არის! ხომ გაგვასუქებს.
იდიდოს ჩვენი სახრე და შოლტი ჭამაში გოჭი ყოველთვის მჯობდა ჭამაში ჩემ გოჭს ყოველთვის ვჯობდი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















