|
ჩამოგიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი, ნესტოებს გიწვავს მწკლარტე სუნი გვიმრის და ანწლის, მერე დუელში გამოგიწვევს ჭაღარა დენდი და თეთრ ხელთათმანს სილასავით სახეში გაწნის.
საკინძეს გისხნის ავარდნილი ლერწმებში ქარი, სამიზნედ გიჩანს თავი მინა-მინანქარს და გითრთის ტყვიას აცდენილი მარცხენა მხარი.
კრიალოსანზე დაგიმარცვლავს სიცოცხლეს წამთა, მზერას აუსხლეტს გამომწვევად შიშველი მკერდი და დუელს აგებს მერამდენედ საკუთარ თავთან. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















