ზღვაზე ფეხით მინდა ახლა გავიარო, უკან მომყვებოდეს შენი ორეული, სულში უსახელო სევდა ჩამესახა, ასე ნაცნობი და ასე შორეული.
ჩემი მწვალებელი მკვდარი მზის ფონია, ისე მწუხარეა შენი მოძახილი, როგორც განწირული ქვეყნის სიმფონია.
სხივთა ელვარება გადაენთო ლოყებს, მხოლოდ შენ გესმოდა ჩემი ნაფიქრალი, ლექსად გაწყობილი ჰგვანდა ნეკროლოგებს.
გზებმა დაგზაფრეს და სხვასთან დაიცადე, ასე შორეული, ასე მარტოსული, ასე დაისრული მივალ დაისამდე.
ზეცას დავიწყნია ჰანგი სამაჟორე, მკვდარი თევზებივით ყრია კლავიშები, ღმერთო მომკალი და მიწას გამაშორე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |