|
დრო იყო, როცა თაყვანს სცემდნენ კერპებს მავანნი და ამაზრზენი იყო ჩემთვის ეს მორჩილება, იღებებოდა მეწამულად ზეცის თავანი და სამსხვერპლოსთან ირეოდნენ ბაცი ჩრდილები.
შეახმა სისხლი ჟანგიანი ცულის საპირეს, ვერ გაპატიე სიყვარულის ჩემის ქილიკი და გრძნობებიდან მოშორებით გაგანაპირე.
|
| პოეზიის გვერდი • • • |
















