ვარდისფერ ფარდებს აწრიალებს დამფრთხალი ქარი, ბროლის ჭაღები ირწევიან მომჭრელად თვალთა, ატკარცალდება შამპანიურით დამთვრალი ქალი და უდარდელად შემომძახებს დახურულ კართან.
ნუ მეკითხებით, თუ ვერავინ ვერაფერს ხვდება, ჩამომიჯდება უშენობა თავსასთუმალთან და ჩემთან ერთად მონატრების სურვილით კვდება... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |