მე ვინატრებდი შენს სიყვარულს, ალალს და ძლიერს. და მთვრალ თვალებში გავხედნიდი დემონთა რემას, მერე ავშარას ამოვდებდი ამ გრძნობებს, წიე...
ხელს ავუქნევდი ეზოს ბოლოს მოფრენილ ჭილყვავს, წუთით პირისპირ დავრჩებოდი საკუთარ თავთან...
თვით ზეციერი უყურებდა სულ-ხორცის გვემას, შეგავედრებდი იმ ზეციერს, ჩურჩულით, წიე...
გავუსწორებდი მობრეცილ ფეხს სავახშმე ტაბლას და მსუყე წერტილს დავუსვამდი ამქვეყნად წანწალს...
შემოამტვრევდა კარის ურდულს კივილით ქარი და ცივ ბაგეებს ააცლიდა შენს სახელს, წიე... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |