|
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება, კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს, სული ლოცვებში მოითენთება, მხურვალე ცრემლით დაალტვობს კანკელს.
მცხეთისკენ თვალის შენავარდება, მონასტერს კალთა რამ შეაკვეცა, ან სული უფალს რად არ ბარდება?
სვეტიცხოველი დაგვინთებს ედემს, მარქვი, მონასტრის დახშულ კედლებში რატომ ვერ ვხედავ შაოსან დედებს?
მენელსაცხებლეს, ნიშის წინ დახრილს, კდემით წართქმული წმინდა სახელი რად არ მიშუშებს ტანჯვათა სახმილს?
მდუღარე ცრემლი ეცემა კანკელს, კვლავ მოლოდინში დაგვათენდება, კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















