|
გული მიმიწევს მე სალოცავად, სად ღვთისმშობელი და დიდუბეა, ნიკორას თვალმა გამხადა ავად, ნიკორას თვალი სევდის გუბეა.
ვით ტატნობების ნაზი ზმორება, იმისი ფერი, ფერი უფსკრულის სიკვდილის ლანდი და ამბორება.
ის ზეციური სიწმინდით გიმზერს იგი კუნძიკენ მიდის დანდობით, იგი დანისკენ გაგიშვერს კისერს.
ცხრა მთას, ცხრა უფსკრულს გადავევლები, ოღონდ არ ვნახო იმ მისი სისხლი, ოღონდ არ ვნახო მე ის ცრემლები.
თვალები იგი სევდის გუბეა, სასომიხდილი ვდგავარ პირშავად, სად ღვთისმშობელი და დიდუბეა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















