მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 256 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გიორგი ლეონიძეს

 

უხნიერესო! დროთა დროებამ

ეკლით შემოსა შენი თავანი.

დღეს აირჩიე განმარტოება

ისე, ვით პოზა ამპარტავანი.


შენ გეზმანება ძველი დღეები

და ძილში უსმენ ბრწყინვალე არაკს,

როს დედოფლები და მეფეები

წარჩინებულო! გწირავდენ ზვარაკს.


შენ გეზმანება სულ სხვა წირვები

აბჯარასხმული ჯარების შეხლა

და სარკინოზნი გასაკვირვები

დადუმებულნი მიწაში ეხლა.


შენ გეზმანება თვითონ თამარი

და მშვენიერი მისი ამალა.

ო, ვინ გასთხარა ჩვენი სამარე

და შენი სახე ვინ გადამალა?


შენთან მოვედი, ვით მოციქული

გამოგზავნილი ხმაურ ფაზისით.

მცირე მსახურად მაინც მიგულე -

ვსცნო შენი სახე უძვირფასესი!


მე ცისფერ ყვავილს არ შეგადარებ.

უსპეტაკესი ხარ საფირონი.

დროთა იარებს მუდამ ატარებ,

მაგრამ ტკბილია შენი მირონი.


ცრუ მსოფლიოში ბევრი ვიარე

და ვერსად ვპოვე მე დამშვიდება.

შეუდრეკელო! მეც მაზიარე

შენს მარადიულ ციურ დიდებას!

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ