მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი, შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით, გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით.
გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი, იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის.
უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი, რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის.
აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები, აწი და აწი მიითვალე დრო უარესი, მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |