|
შავი ჯოჯოხეთის კუპრი ხართ ნახადი, თხემიდან ტერფამდე ხართ სინდის ახდილი, გინდათ, რომ სიწმინდეს ნამუსი ახადოთ, მაგრამ შურისგების გაგტეხავთ მახვილი.
გინდათ, რომ უკუსვლით ვიდოდეს სამყარო, გსურთ, რომ დედამიწა, როგორც ღორმა მუხა, დედაბუდიანად გეზიდან ათხაროთ.
უსისხლოდ გამართეს კაცთა სასაკლაო, ბოროტს მიეყიდნენ და მეცნიერება თავად დედამიწის ხდება მესაფლავე.
ირყვნება ბალღი ჯერაც უმწიფარი, ისე გადაეშვნენ სოდომის მორევში, ურცხვი ეროსიც კი თვალზე ხელს იფარებს.
ჰყვაოდა ბუნებაც, ციერთა ნასახი, იცოდნენ, ფუტკარი მეუფის მწერია, რომ თავად ქრისტე არის ვენახი.
ვერ ნახავ ორაგულს არაგვის ტალღებში, გეენის ქაფმა როდემდე იდინოს, როდემდე გასტანს გრძნობათ სიუხეშე.
და არ აღაშფოთებს სასტიკი პრესი, სიმტკიცეს წაუღებს აშკარა სიცრუე, შხამი და ბალღამი გამყიდველ პრესსის.
საიდან ინთხევა ესოდენ გესლი, ვაჰ, თუ ჩაიარაზა გზები სულიერი, ვაჰ, თუ გაიწირა ადამის თესლი.
თხემიდან ტერფამდე ხართ ნამუს ახდილი, გინდათ, რომ სიწმინდეს ნამუსი ახადოთ, მაგრამ შურისგების გაგტეხავთ მახვილი.
უკვე შეისმინეს ხმა იგი ვედრების კუშტად გადმოსცქერის სამყაროს მიქაელ არქისტრატეგოსი ზეციურ მხედრობის. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















