|
გაირღვა კრეტსაბმელი ტატნობთა ინახით, ვარსკვლავთა გარდამოსვლის მცდელობა, ნეტა სად იყოფი, ან ნეტა ვინ ნახა, ო, რაბი, სერაბინთა სერობა.
სად სული ზღვებს მოეშველება, ღმერთებმა მიწაზე სამსხვერპლოს გულიდან აგასხეს ციერთა თვალებად.
უნდა წამოეგოს, თქვენს ფერხთით დაემხოს ამური, ფუნჯით დააფურჩქნეთ მცხეთას და საეგროს საწმისი და სიასამური.
* * * * * * *
მთვრალმა საბერძნეთმა სახლი ისრაილის ჰპოვა, სად ვარდები ჰღუიან, ოსანა, სოკრატე უკმევს ისაიას, ოსანა და ალილუია.
* * * * * * *
მდუმარე საღამო ანთებულ ონიქსებს, გადაჰფენს იესოს სუდარას, ო, როგორ აოცებს ცეცხლის დიონისას თვალებში ღვთისმშობლის მუდარა.
ტატნობთა ინასით, გარდასულ სულების მცდელობა, ნეტა სად იყოფი, ანუ სად ვინ ნახა, ო, რაბი, სერაბინთა სერობა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















