|
სიტყვას, ვით მახვილს კახაბერისას ხელმარჯვედ სცემდი დიდი მგოსანი, თაღლითი თვალი წარეც კეისარს, ზენაარს - თვალი პატიოსანი.
პოეტთა მეფემ ქართველ ერისა არა სისხლით და ცრემლით ნაწერი მიუძღვენ ლექსი აურაცხელი.
თუ არის სიტყვით ნათლის მცემელი, რა აბადია ჭეშმარიტ პოეტს კეისრისათვის წარსაცემელი?
როგორც თამადა, როგორც მაყარი, იმის ხოტბაში არ უდევს წილი, არსად სჩანს მათი გზათშესაყარი.
რომ გამოარჩევს ყალბისგან ნამდვილს, პირუთვნელობის სამზღვარს განავლებს, ყველას მიუჩენს კუთვნეულ ადგილს;
ვინაც დასთრგუნა სიალფე ქარის, ვისაც ლოკავდნენ ცეცხლის ენები, მას ვერ აქცევენ პოეტად კარის.
მზეთა ორგია გბანგავდა ძველი, მთვარის მაგიას არც შენ მიჰრიდე, ახალუხლებსაც დაასხი ხელი,
ვითარცა მოსემ, აღმართე გველი, ანაზდად ლურჯას მათრახი სწყვიტე, საასპარეზო უჩვენე ვრცელი,
ახსენე ტრფობა უკანასკნელი, მღვრიე მშვენება უმალ დასწმინდე, მკვიდრად შეაბი ზეცას ქვესკნელი.
ლექსს ანიჭებდა საოცარ ფორმებს, მხატვარიც იყავ, ქვათა მკვეთელიც და როგორც ლითონს ოქრომჭედელი,
უგულველჰყოფდი ლოგიკის ნორმებს, სულ სხვა ყალიბით განასხვავებდი ფოლადს, გრდემლსა და მოქნილ გრაციებს, აწყვეტილ რითმებს როს უზავებდი წარმტაც მელოსს და ალტერაციებს.
საყბეურებს რომ ამოგდებს ყბაში, ასე უშუალოდ ვინ გვაჩვენებდა პოეზიასთან მის უღრმეს კავშირს.
იგი როდია ეგზომ საშიში და ზოგჯერ თუკი აღვირს წაგართმევს, დაასადავებ და თავს გაართმევ.
და ხელოვნური ბანგვა გონისა, ვისშიაც მძლავრობს ყრმა დიონისო და ღვინო უწევს ტონუსს გენისას.
და ლირასავით ხარ მრავალძალი, ვინა სთქვას შენი დაძაბუნება, თუნდ გიზგიზებდე როგორც ხანძარი,
გრძნობას აზრით თუ გარს მოევლები? და ვით მუდმივი ცეცხლი ტაძრების, შენ არასოდეს დაინაცრები.
თვითდამკვიდრებით, შინაგან ვნებით, მუსიკა იგი, შენივე ნებით, იქცა ტრიუმფად ქართულ კულტურის, კაზმული სიტყვის მაღალ მშვენებად, ცრუ გემოვნების გადაშენებად.
ვით პოეზიის აღორძინებას, შენ ხარ სთველობა ქართული ლექსის, მისი მაჭრობა და დაღვინება.
ვცანით, ვით მადლის სულში ჩადგომა, მისი აპრილი, მისი მაისი, მისი მკათათვე და შემოდგომა,
ივლისისფერი ყინვის თასები, მშვენიერება ვარდისფერ თოვლის, პორფირის, ძოწის და ატლასების,
და მარტვილობა ჯვარცმული ელვის, ყაზბეგის თავზე ცა მოჭედილი და ბებერ მუხის მეხთან ჭიდილი,
საკვამურებში ქარის სიმღერა, პრომეთეს სულის აბობოქრება და კოსმიური ორკესტრის ჟღერა.
ევროპას, რუსეთს რომ დაგვაწიე, ენის ხარისხი, განცდა მშვენების ოდეს მეშვიდე ცამდე ასწიე.
კვლავ აღგვიდგინე ღმერთების ენა, ოდეს გვასწავლე შთასმა სამსალის და სიყვარულის ასე მოთმენა.
რომ თვით სატანას დავცემთ არულით, რადგან ვირწმუნეთ, თვით უკვდავება რომ არ არსებობს უსიყვარულოდ.
ჰგავს გამოჩენას პირველი მერცხლის, სად მიტევება თანანადებთა ელავს კანდელად სინდისის ცეცხლის.
კაცობის საყრდენს გვაწვდის იშვიათს, რადგან სინდისი აქ ერთადერთი განმართლებული წმინდა შიშია.
და, ვფიქრობ, იგი აღარ ჩაქრება, იისფერ თოვლის ალმაცერობა როცა შენს სულში ჩაინამქრება.
კვლავაც გტანჯავს და გულს გიავადებს, ნატრობ ზედაშეს ძვირფას თასისას, ამა სოფლისა ვერ გფლობს თავადი.
ზრახვა გულისა გიჯობს გაანდო, ვინაც გიძმო და შეგისატყვისა, ყველა დროების პირველ პალადინს, რამეთუ გფერფლავს, ვითარცა ალი, სიწრფელე გულთამხილველი თვალის, შეუღწევლობა მონსალვატისა, მიუწვდომლობა წმინდა გრაალის.
და იდუმალი ძაბვა სერობის, განსპეტაკებულ სისხლის და ხორცის, ძალა არნახულ უდრტვინველობის.
რატომ ვიდოდი ეგრე ეულად, გწამს, ცეცხლოვანი ის აზარფეშა შენი ოცნების საგნად ქცეულა.
მოვდივარ შენთან, როგორც მავანი, მარქვი, მგოსანო, რატომ მდუმარებს ღირსთა მამათა წმინდა სავანე?
და ერთიანად წაგვერთვა სმენა? რამეთუ ვუწყით, მეტყველი არი, ერთობ მჭევრია საგანთა ენა.
ვისთვისაც ჯერ არს, ყველამ იციან, ბარძიმი იქ არს, იმასთან ცაზე, გალილეია ვინც აირჩია.
ვით ისტორიის უმძლავრეს კოლოსს, საოცრებათა გრაალი იგი წმინდა გელათში იყო სულ ბოლოს.
ვინც იყო ჩვენი დიდების ჭერი, ხელთ ეპყრა დავით აღმაშენებელს, მეფე-მღვდელმთავარს ქართველი ერის.
მჯობის არჩევა რადგან გჩვევია, რადგან ჭაღარა ჩვენი თბილისი ამაოდ შენ არ აგირჩევია.
მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი, გულისნადებთა მისთა წამალი ვის ენდობოდა ეგზომ ტარიგი?
ვის მოწაფეთა ვერ სჭვრეტდა თვალი, საქმენი მისნი ვინც განარიგა და მოიხადა საქვეყნო ვალი?
გინდ გამისტუმრე ჯანდაბას იქით, იმ კარაულის ნაღდი პატრონი, მსურს რომ ვიცოდე, ვინ იყო იგი?
და ნუ ჩამითვლი უდიერებად, მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი, ვისთან ჩატარდა იგი სერობა? რადგან დავლოცო მწადის ამრიგად მისი სახლ-კარი და მისი ეზო, მარქვი, ვინ არის, ვინ არის იგი, ვინც განუმზადა საფლავი იესოს?
ოდეს თვალებში ჩაგვიდგა ნისლი, მითხარ, ვინ ედგა, ვინ ედგა გვერდით, ვინაც ბარძიმი აღავსო სისხლით?
ჟამის მოწევნას ვინაც ელოდა, ყველა სიზუსტით და თადარიგით ვინც გარდამოხსნას ხელმძღვანელობდა?
გრაალი წმინდა, ოცნებად გედის, ვისაც ხელთ ეპყრა იგი უწინაც, მსურს, რომ ვუწყოდე იმისი ბედი.
რად არ აღენთო ზეცაში დღემდე? ვარსკვლავი ფიქრთა ჩვენთა საგანი… და ან ველოდოთ უნდა როდემდე?
იდუმალ ლოცვას იმა ბაგისას, სული, ჭაობზე უნოტიესი იქცევა კია უსპეტაკესად?
უიმედობის აფრა გვემოსოს, რომელმან სულში ჩასტირე დემონს, შენდობის ღირსს და საანგელოსოს.
უნდა ძალედვას ჭეშმარიტ მგოსასს დამორჩილება ბოროტი ძალის, პოეტს ვერ დასცდის მაცდურის თვალი.
ვინც მოუდრიკა მონურად ქედი, ვინც ბნელს და ბოროტს ვერ დაიმონებს, რა პოეტია, ან შემოქმედი?
სიცისფრეს მისას ვარდად ათოვდი და, ვისაც ტატო “განვედო!” - სთხოვდა, მისთვის შენდობას გულწრფელად გვთხოვდი.
დაფნის გვირგვინით დამშვენებულნი, მაღალ მუზათა ზიარნი ძმანი, სიტყვით ძლიერნი, სულით ვნებულნი, სათქმელს ზომავდნენ ქართულ ბუნებით, განუზომელით და არა მისხლით, რადგან არათუ განკარგულებით, სწერდნენ გულიდან მომსკდარი სისხლით.
ჩვენი გაჩენის სამწდე დასცალა, სამადაშვილმა ახსენა წყევლით, მიწისკენ გზები ვინც მოგვასწავლა.
ვეღარ დასთრგუნა სიკვდილის შიში, არ ეთმობოდა რადგან სხეული, არ ეთმობოდა ქართული ჯიში, მაშ სიყრმეს თვისას რად მისტიროდა, ნუთუ ვერ ჰპოვა გზა უფრო სწორი, სულეთის სიღრმეს რად არ ჰკვირვობდა, როგორც ავტორი “მემენტო მორის”?
გულს არ ეფონა, სიმართლედ ითქვას, არ დაენათლა იმის გალესილ, კირკეს საკაზმით შენაზავ სიტყვას.
ვიგრძნობთ სიმძაფრეს ქართულ ენისას, მათ პოეზიას განვსაზღვრავთ სწორად, ვით პოეზიას მხოლოდ გენისას.
ქაოსის სუნთქვა ღამის წყვდიადში, სულ სხვა განცდაა სიგრძე-განისა მიკროკოსმიურ პოეზიაში.
იმკიდე ყველგან, სთესავდე საცა, განკაცებული თუ არ მოკვდები, როგორ იქცევი აღდგომის კაცად?
დედამიწაზე მიღებულ ჩვევად, სულეთში ვერსად ვერ გაექცევი, იქ სულ ვერ შესძლებ მათ გამორჩევას.
ვინც სიქველეთა უწყოდა რიგი; ვინც ქრისტეს არ სცნობს განკაცებულად ეშმაკისაგან არისო იგი.
კოსმოსში გსურდა დარჩენა კვლავაც, სულს სხეულისთვის ვერ იმეტებდი, გარდუვალობას შეჰღრენდი ავად და ან დილეგში რას დაატევდი სიტყვას მოხეთქილს ხანძრად და ლავად, საკუთარ ბედის ვარსკვლავს მისდევდი, ფიქრებს ნაღველში ჰფერავდი შავად.
როცა ოცნებით ცაში ვიდოდა, იმ ცეცხლის ალით თვით დაიგრაგნა, ვიდრემდე სამზღვარს გარდავიდოდა.
არ განიყოფის მთლიანი ორად, არა სიციცხლე, არა სიკვდილი, რადგან ორივეს მიიჩნევ სწორად.
ორთავ საწყისის მაერთებელი, თუ ზეცა გწყურის და მიწა გშია, თუ შენი თავის ხარ განმგებელი, სინდისის შენის წინაშე წარსდექ, იცან სიკვდილი და მკვდრეთით აღსდექ!
მისი ლექსები და მისი ბოლო, თუმც ვერ იცხოვრა მიწის ცხოვრებით, ეს მესამე გზა ინატრა მხოლოდ.
დაუდეგრობით, არდამონებით, შენ გეპყრა მხოლოდ აქ სიყვარულით, იქ სივრცეების დაპატრონებით.
ამაოებას არ დაემონე, ვით სოკრატეში, ვით გოეტეში, შენშიც მძლავრობდა ის დაიმონი.
ყველა ქართველზე მეტად ქართველო, ჯადოქრულ სიტყვის ალფავ, ომეგავ, საჭეთმპყრობელო და წარმმართველო.
ვით შემოქმედი სახეთა, გვართა, როგორც ბუნების ძალა ნამეტი, ოქრომჭედლობა და ორნამენტი,
დაუვიწყარი ეპიზოდები, შენ არასოდეს არ მეორდები, რჩეულად ჩვენში შენ იწოდები...
ყველას ერთბაშად გადაიწონი, აუწონადის წონა ხარ კუთრი, რუსთველის ხიბლით განცვიფრებულო, პოეტთა მეფევ, რამეთუ უდრი ქართველ მგოსანთა მთელ საკრებულოს.
წინათგანმჭვრეტი და წინათმგრძნობი, პოეტის გული გულია მისნის, ჩვილი ბალღივით ყოვლისმიმნდობი.
მუდამ მაღალი, მუდამ ეული, ვით მინდვრის მუხა, იდექი მარტო, ევერესტივით ნისლმოხვეული.
გაუძელ თავათ ცეცხლის მდინარეს, სიმაღლემ შენმა ვერ გადაგტეხა, ვერც დაგამსხვრია როგორც ჩინარი.
ხედავ ცის კიდე როგორ ენთება, შენ კი გეგონა, რომ არის გვიან, რომ უკვე კაცი შენ აღარ გქვიან, შენთვის აროდეს არ გათენდება.
შენ იყავ ჭური და საზიდარი, ოდეს დაიხშე გულის ფიცარი, როს დაგიღამდა, ოდეს დავარდი, გიშრისფერ ჯვრიდან ვით შვიდი ვარდი, შუმ სილაჟვარდედ კვლავ აელვარდი.
დღეები შიშის, ღამენი ძრწოლის, როს საყვარელი წაგგვარეს ცოლი, როს შეიცვალა სულ მთლად ტაროსი და ირწეოდი ვით კიპაროსი?
ეხეტებოდი როგორც სალოსი, ჩაიკალ გულში შენ უშედეგოდ იმედი მძაფრი და უდამდეგო.
ჭრილობა ძველი ვეღარ ალაგმე, თუმც პირველობას შენ იფერებდი, როგორც პოეტი და მოქალაქე.
სარკმელი წყლულებს ვერ გისაკლავებს, ზეცა ღრუბლებით გადანათალხი მძიმედ გაწვება, გიხშობს ვარსკვლავეთს.
თვინიერ დარჩნენ ანდა როდესმე? წამიც და აჰა, ერთი ნახტომით, ვითარცა ვეფხმა, შეჰკარ კამარა, გამოუცხადე შენს სხეულს ომი და იგრძენ, დარჩი სულის ამარა.
მამადავითზე რომ აიტანეს, ჩამძივებოდათ თვალებში ტენი ტარიელებს და ქართველ ნესტანებს.
ქარის თითებით რომ ჩაისწორა, რტოებს მოსწყვიტა, ზღვასავით დასძრა, მაღლა ასწია, გააცისსწორა.
დამწუხრებული გულების წიაღს, კლდეები მრუმე, შრეები მქრქალი, საბედისწერო გადმოდგა ქალი, რასაც ვერ სჭვრეტდა მოკვდავთა თვალი, გულთმისანივით ხედავდი მკვდარი.
ვარდის და ლილის რომ დაგჭრა ფერმა, დაფნათა ქარში გვირგვინოსანგყო, მეფედ გაკურთხა ქართველმა ერმა.
მაგ ბრგე სხეულში სისხლად ნადენი? მარქვი, ასე რად დაგვწყვიტე გული, რად განირღვიე ხორცთა ბადენი?
მსხვერპლს სადღეისოს ვერ დაიტევდი, რადგან დღეს მსხვერპლი იწირვის სულით, საღვთო ცეცხლით და ჭეშმარიტებით.
ვერვინ დააცხროს იგი ხანძარი, მის აღთქმულს ბეწვიც არ მოაკლდება ვინც სთქვა; სამყარო არის ტაძარი.
ოღონდაც ვიყო არ წამხედური”. ასე ცხოვრობდი, ასე ფიქრობდი, რიჟრაჟს ბზარავდა ზარი სიონის, ცეცხლს გიკიდებდა მწუხრზე მთაწმინდა, მაგრამ მეტადრე ერისიონი, კოკისპირულად თავზე გაწვიმდა, შენი კაცობის სიმაღლით, სიღრმით, მარადისობამ თავისთან გიხმო…
წარსული, აწმყო და მერმისობა? მისი ზიარი და თანაარსი, ვისთვის ერთია ცენტრი და გარსი,
სად არ არსებობს შიგნით და გარეთ, თუნდაც აკვანი, თუნდაც სამარე, გინდ სატანჯველი და ბოღმა მწარე?
თუ მთლიანია ქართველი ერი, სავანე მისი ღვთის სამყოფელი და სიტყვა მისი განუყოფელი?
გალაკტიკები გალაკტიონში, არა არა განთქვეფა და განსხვისება, ვერ დაეტევა ვერცერთ კანონში, რასაც ვუწოდებთ მარადისობას.
რა უცნაურად განვლე სოფელი, რა არ იფიქრე, რა არ ინატრე, შემმეცნებელო მეფისტოფელის.
როგორც მე სხვაში, ჩემშიც ყოველი! გაიერთარსე, რაიც დაჰყავი, ოდეს სამყარო საცნაურ ჰყავი, როს სულის წრთობას ხელი მიჰყავი, რადგან კოსმოსი თავად იყავი.
ამგვარ წრთობასთან შეუღლებული, მაშ რას ვადაროთ ეს ტრაგედია მუსიკის მიერ მუცლად ღებული?
მიტომ გადარებ სიმღერას გედის, სიკვდილს თვალები იქ შეხვედრია, სად უკვდავებას სჭედს შემოქმედი.
შენს ვერგაგებას ვერ დამაყვედრებ, რადგან არათუ მგოსან მეფეებს, მე შენ გადარებ ჭეშმარიტ მხედრებს;
აისბერგშიაც ცეცხლს რომ აღძრავენ, მათ ძალას ვერსად დაემალები, გადაგთელავენ და დაგმარხავენ.
შემოქმედების ჟინით ავსებდი, როს შემართებას რევოლუციურს წმინდა ქაოსთან აერთარსებდი.
რომელიც გაჰყავს გეზს უპირატესს, და მაინც ჰგავდნენ შენი ლექსები თვალუწვდენ ზღვაში გაჭრილ პირატებს.
ჭეშმარიტებად ერთს სცნობდა გონი, გრძნობდი საკუთარ ერთადერთობას; ერთი არისო გალაკტიონი.
ქმნადობის ცეცხლით ატაცებული, რადგან საკუთარს გრძნობდი მისსიას, რისთვისაც იყავ განკაცებული.
თუ სიტყვა გიჭრის ვითარცა ხრმალი, და აღასრულე როს შენი ვალი, შეუმუსრავი გადიცვი რვალი,
სული იყავ და სულადვე იქეც, მიკროკოსმიურ გადიქეც კაცად, ამ აღმაფრენას რა შეანელებს, დროის და სივრცის დაჰკარგე განცდა,
სად წუთისოფლის დასასრულია, სიცარიელე ჰქრება სრულიად, იწყება რიგი საოცრებათა, ზესთასოფელი რადგან რთულია, რადგან სამყარო ყველგან სულია, ცხოვრების პულსით და არსებებით.
სივრცეთა წყობა თქვენშია უკვე, გულისნადებით ურთიერთს მსჭვალავთ, უჟამობაში ერკვევით უკეთ.
უკმარისობის განცდაა მხოლოდ, მისი აღვსებით ყოველი ლამობს, ამ ილუზიას მოუღოს ბოლო.
დროის მიზეზი, მისი რაობა, სტიმული იგი ჩვენი სრულყოფის, დასაბამს იღებს აქ მოძრაობა.
თუ ილუზია განილტვის ჩვენგან, ვხდებით ჩვენივე თავის მიმდრეკი, როს ერთდროულად ვიყოფით ყველგან, რადგან სხეულით ამოგებული, ორლესულივით გაშიშვლებული, მხოლოდ სულია თვისი არსებით ყველგან მყოფი და ყოვლის აღმვსები.
მიკროკოსმოსად თვითდამკვიდრებას, რაც ჭეშმარიტად გზაა ვარგისი ჩვენი განწმენდის და კათარზისის. შენ, საქართველოს თვალის სინათლევ, ხომ მოიპოვე, რაიც ინატრე, დაუსაბამო სახლი სიმართლის, მიუსაფართა თავშესაფარი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















