მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 569 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქარვა გაუხუნდათ ალვებს,

წვეროთგამძარცველი ქარით,

წყეულს, წავუღივარ ჭავლებს

დავალ ზეზეურად მკვდარი.


ფეხით მითელავენ ამაგს

სიკეთეს არავისგან ველი,

შვილივით სუყველგან დამაქვს

უბეში ჩაკრული გველი.


ო, ნურც ივაგლახოს გულმა

რომ რამეს დამაკლებს ეულს,

რა უნდა მოსწიოს კრულმა

სამსალით გაუჟღენთილ სხეულს.


დაე, ისისინოს გველმა,

ძვლებიც სათითაოდ დახრას,

რა უნდა დააკლოს ჭრელმა,

კაენის დაწყევლილ დამღას.


რა უნდა დააკლოს ავმა,

სიგიჟით აღვლეფილ თვალებს,

პერანგი - ხილვების გამმა,

ფერების სიალმით წამლეკს.


სასოწარკვეთილი დავალ,

მხრებზე ფრთაასხმული ცეცხლით

ლაგამს ამოვუყრი ლავას.

ზაფხულს მოვაცურებ მერცხლით.


მაინც ვერ ისვენებს გველი,

უბიდან ამოჰყრის კისერს,

გესლი აქვს ნემსივით მწველი

ცოფიან სისინით მიმზერს.


მასაც არ ასვენებს ჩემებრ

სიბრძნის უჩინარი ტახტი,

ღუზიდან ამოჰყრის გემებს,

ზღვაში გადარეკავს ლახტით.


ზვირთთა უზრუნველი მღერით, 

სიშმაგის სამანებს მიღმა, 

მრავალს ჩაუძახებს ფსკერით,

აიგლეჯს სიმშვიდის ნიღაბს.


მრავალს ჩაუძახებს ფსკერით. 

და ცხედრებს შეაფლეთს თიხას, 

მკვდრისავ დაედება ფერი 

ცასა და ღრუბლების ჯიღას.


უამრავ დამლახვრელ ხლართით

გველივით დაგრიხავს ელვას,

მეხთა გავეშებულ ზავთით

მოჰყვება ანძების ცელვას.


მხოლოდ გადარჩენილ გემებს,

მხოლოდ გადაუმსხვრევ ანძებს,

თრთოლვით დაუკოცნის ქიმებს

კრძალვით აარიდებს ხანძრებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მერაბ კოსტავა  • • •   მერაბ კოსტავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ