|
მკვდარი მეგონა. ჩამკვდარი, თურმე ყოფილა მძინარე. ლეში მეგონა - შამბნარში ვეფხვი წოლილა მძვინვარე. წყარო მეგონა დამშრალი, გაშალა ბროლის მკლავები. ცეცხლი მეგონა ჩამქრალი, უცებ ავარდა ალები. მეგონა, ბედმა გასწირა არ გაწირულან ღვთის მადლით. მეგონა დაწყდნენ, დაზრდილან - ალგეთს ლეკვები მგლისანი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















