|
და როცა - მამის მაგიერ - მე ძია უნდა მეძია, უცებ: ავლაბრის აღმართზე „სამება“ წამომეწია. დღეიდან აღარ დავეძებ, ვინ როგორ მომესალმება, რაკი ავლაბრის აღმართზე წამომეწია „სამება“. შენ გქონდეს შენი ვერსალი, შენ გყავდეს შენი მესია, მე უკანასკნელ აღმართზე „სამება“ წამომეწია. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















