|
შუქი მიღელავს თვალის გუგებში და ღამის ტეხვა მექცა წამებად, და დამრჩა მხოლოდ ერთი ნუგეში - განათებული ბნელში სამება.
მივყვები კედელ-კედელ დერეფანს, მინდა მოვსინჯო ბნელში კარები, რადგან სიზმარი ცხადში მერევა.
რომ ძირს დაღვრილი შუქი მაშინებს, რომ შემოაღეს კარი ხიზნებმა და უკვე დგანან დერეფანშივე.
ასე უაზროდ დაგელოდები, სადარბაზოში ღამეს ტეხავენ გადახლართული კიბეს ლოთები.
აღსარების თქმა დამეზარება, მე სიზმრის მიღმა ვზვერავ ქურდულად - განათებული მოჩანს სამება.
და მე თვითონ ვარ ნაიარევი, და ისევ ბნელში მოჩანს სამება, ისევ ღიაა ჩემი კარები. |
















