|
ეხლა, როდესაც მკვდართა მზე კვნესის, ჩემშიც იღვიძებს სული განგების... დღეს მომენატრა ისე ნეკრესი, თითქოს მე ვიყო მისი ამგები!
გამოჩნდა დროით გადაბარდნული... იმისი სახე ისე შორია, ისე შორი და ისე ლანდური,
რას ყვება ჟამი, გულზე მცვრეული: თითქოს ქარია, თითქოს სისხლია, თითქოს წვიმაა, სისხლშერეული!..
აჰა: წარსულის შავი ჰანგები... დღეს მომენატრა ისე ნეკრესი, თითქოს მე ვიყო მისი ამგები! |
















