ცნობილი რომანის ერთერთი გმირი - ერთი თეთრყურა, ლამაზი ვირი.
იმისი პატრონი, მისი მეგობარი, მისი ბატონი.
აზნაური კეთილშობილი და ის იდეა, დიდი ხნის წინ წარმოშობილი.
სიკეთე და სიმართლე, პასუხს როცა მოგვთხოვენ, თავსაც ვეღარ ვიმართლებთ.
ვინ იცის, თვალებში შეხედვა მრცხვენია ვირისთვის.
* * * * *
ტელევიზორში უკრავენ გამებს, პირველი კლასიდან ვიღებდი სამებს. აღარ ელიან ჩემგან არაფერს, ცხვირწინ მიხევენ ცისფერ ბარათებს.
ჩატეხილ კიბეზე, აკორდი ავიღე დაწყვეტილ სიმებზე.
როგორმე გაძელით, იპოვეთ ნახვრეტი, იქითკენ გაძვერით.
ეგებ მოგველიან, თორემ რა ხანია სევდა მოგვერია.
ასეთი ბედი, ამ ერთხელ მაინც, ამღერდეს გედი,
ან იმის მერე, ჩვენც შეგვახვედროს იმ ლამაზ ბგერებს.
სასწაულმოქმედი, ლანცეტით მოგვაჭრას წყეული ხორცმეტი.
* * * * * * *
ისევ მესიზმრა თეთრყურა ვირი, ცნობილი რომანის ერთერთი გმირი. |