|
არ დანგრეულა მგონია გრემი, თვალზე არ მწყდება კურცხალი ცრემლი, როგორც ცისფერ ზღვას მიაპობს გემი, ისე მიცურავს ლაჟვარდში გრემი.
ხევს ეტურფება მაღალი თხემი, მგონი სამრეკლოს ზარები რეკენ და ცის გუმბათზე წკრიალებს გრემი.
ისევ ამშვენებს დახუნძლულ კახეთს, ჰგავს უკვდავების ცვალებად სახეს და იმოსება ბალახით გრემი.
ხავსი ედება გარანდულ ლოდებს და მეჩვენება, სამრეკლოს თავზე თეიმურაზი ჩუმი ხმით გოდებს.
მეც სითამამეს მინერგავს გრემი, ცვრიან ბალახით ციმციმებს თხემი და მე არ მწყდება კურცხალი ცრემლი.
ისე მიცურავს ლაჟვარდში გრემი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















