|
გაუქმებული სამრეკლოები თავს მახსენებენ და ვით მეგობარს მეფერებიან მუქი ჩრდილებით.
თვალს მისველებენ ცისფერ ცრემლებით... თვალს მისველებენ ცისფერ ცრემლებით და შუა სულში მაკვირდებიან.
სოფლელი ბიჭი, მიდენის თხებს და უდარდელად ღიღინებს ისე, თითქოს ამ ქვეყნად, თითქოს ამ ქვეყნად ბედნიერია ყველაზე მეტად.
სიკვდილის ლანდებს აღარაფერი შეეძლოთ თითქოს... შუკას მიჰყვება სახრიანი სოფლელი ბიჭი, მე გაუქმებულ სამრეკლოთა ფიქრებზე ვფიქრობ. |
















