ვიხსენებ წარსულს, და ვფიქრობ შენზე, ვინ, ან, რა ძალამ წარმოგაჩინა! მტერმაც კი, ხელი ვერ აღმართა უკვდავებაზე... შენ სიდიადემ უმეტეს სხვაზე, და მეუფებამ გადაგარჩინა!
ეპოქებმა სისხლის წვიმებით, ვერც მცხუნვარებამ, - ათასი წლის მზის მცხუნვარებამ, ვერვინ დააცხრო შენი გზნება, უმაღლესობა და სულთა ჩვენთა შენი მეფობა!
ნირშეუცვლელო, წარუშლელო მახსოვრობიდან... შენ უკვდავი ხარ! მე მოკვდავმა შენით გზნებულმა, ჩაგიარე და ვით არ გსახო გაკვირვებულმა... |