|
აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ; ას ლიტრა რკინას დავღეჭავ კევივითა და ყლაპს ვუზამ.
* * * * * * *
იქით მთასა და აქეთ მთას ხელსა მოვავლებ, - ქარს ვუზავ, სამოცსა ლიტრა რკინასა კბილ ქვეშ ჩავიდებ კნაწს ვუზავ, თავსა გასულსა დიაცსა დაეხსენ, - ვეღარას უზავ! |
















