მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 18236 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

* * * * * * *

 

თამარ ქალო, ქვეყნის თვალო,

რა ლამაზი რამე ხარო;

ნეტავ რა არის მისთანა,

ამომავალი მზისთანა?

ნეტავ რა არის მისთანა?

მეფისა თამარისთანა?

ნეტავ რა არის მისთანა?

საყდარი გელათისთანა?

 

* * * * * * *

 

ათასი კაბა ყმა მყავდა,

ყველანი ოქროს ღილითა,

ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,

ვასმევდი ბროლის ჭიქითა,

ვინც კი შემება, შევები

ალალითა და ჯიქითა.

აწი თქვენ იცით, მეფენო,

ვინც დარჩით ამას იქითა.

 

* * * * * * *

 

შვიდი წლის ქალი თამარი, 

მეფედ თქვეს, დედოფალიო.

ზღვის პირას შავიყარენით, 

შაგვექნა საომარიო.


ზღვასა გადაჰკრა ჩიქილა, 

გადააქანნა წყალნიო.

შუა ზღვას ჩადგა სამანი, 

არ გადმოსცილდეს ცვარიო.


კლდეზე გამართა ქალაქი, 

შააბა რკინის კარიო.

შიგ ააშენა სიონი, 

დაადგა ოქროს ჯვარიო.

 

* * * * * * *

 

თამარ დედოფალი ვიყავ,

თავი ზეცამდე ავიღე,

ზღვაში ჩავყარე სამნები,

ხმელეთი ჩემსკენ მავიღე;


უსიერი მთა გავკაფე,

დიდი შარა-გზა გავიღე;

ღადა-ღუდა ტყე ვიარე,

ქვაზე საყდარი ავიგე.


ქაჯებსა დავდე იჯარა,

ისპაანს ხარჯი ავიღე,

სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

შაქს საბალახე ავიღე,


ამდენი საქმის მოქმედმა

ცხრა ადლი ტილო წავიღე.

 

* * * * * * *

 

თამარ მეფე და ხონთქარი

მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,

ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,

ზედ ალმასები დაჰკიდა,

შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი

მრავალ წყალობას დაჰპირდა.

 

* * * * * * *

 

თამარს უამბო დედამა: 

„შვილო, სიზმარი ვნახეო,

საწუთროს ჯამში ჩავხედე, 

ქვეყანა დავინახეო, -

შენ იყო მთელი ხმელეთი, 

შაგნებით შაინახეო!“

 

* * * * * * *

 

ქალმა თქვა, თამარ ნეფემა: 

დედავ, სიზმარი ვნახეო:

ჩამბარდა სახმელეთოი, 

ვაჰ, თუ ვერ შევინახეო.

- მაშინვე ჩანდი, თამარო, 

როდესაც დაიბადეო.

მესამე თვე რომ გაგიხდა,

აკვანშიითა ასდეო.

ჯერ ხელ-პირ ჩამაიბანე, 

მემრ პირჯვარ დაისახეო.

ჩიქილა გადაგეხურა, 

ვერ გავიგ, სად რა წახვეო.

მოხვედი მეშვიდე წელსა, 

სთქვი: შუა ზღვაი ვნახეო...

 

* * * * * * *

 

ლატალს მობრძანდა თამარი,

ლაჰლას ნათელი მოფინა.

- სვანეთი ვაკე მეგონა,

სულ მთა და გორი ყოფილა.

 

* * * * * * *

 

ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,

ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,

კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი,

შავი დალალები აბრეშუმისა;

თავზე მუზარადი, წელზე - ჯავარდენი,

ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი;

ცხენი ქვიშისფერი, ლაგამი ოქროსი,

ლაგამი ოქროსი, ტახტა ვერცხლისა.

ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,

თამარ დედოფალო, თაიმარალი,

ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,

ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.

 

* * * * * * *

 

თამარ მეფევ, თამარე,

სად ყოფილხარ, თამარე?

ვის ეომე, ვინ დარსხე,

ვინ დაამხე, თამარე?

მტერი დაგიმარცხებია,

დავლით მოხვალ, თამარე,

სვანეთს მოხვალ, დავლით მოხვალ,

ძლევით მოხვალ, თამარე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ