|
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია; მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია, ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია. დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია. სიკვდილის ჟამსა ნათქომი დანაბარებიც მისია: „ისეთმა ყმამა შაირტყას, ვინც ხმარებისა ღირსია“. |
















