|
სიკვდილმა ჩამაიარა, ბერკაცი დახვდა წინაო; შაუჭახუნა ბერკაცმა, სიკვდილმა შააშინაო.
ობოლი შახვდა წინაო, - მე წამიყვანე, სიკვდილო, ობლობა მომეწყინაო.
შენი პატრონი ვინაო? არცა გაქვ სანთელ-საკმელი, არც სუდარაი შინაო.
ისიც არ არის შინაო, მე კახეთისკენ მივდივარ, კაცი მიმიძღვის წინაო,
უნდა ჩავუხდე შინაო, ისინი უნდა გავყარო, თავ-თავად მივცე ბინაო. |
















