(ზვიად გამსახურდიას)
|
მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს, აპრილი მეხვევა მხრებზე... თუ მომკლავთ, ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა, ატმებთან მომკალით, მზეზე!
ვიცხოვრე, ვეწამე ვთესე... თუ მომკლავთ, სხვის კარზე ნუ მომკლავთ, გეთაყვა, მომკალით მამულის მკერდზე!
ხმალი მამულისთვის ვლესე!.. ნუ მომკლავთ, უბრალოდ ნუ მომკლავთ, გეთაყვა, თუ მომკლავთ - დიდგორის ველზე! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















