|
ვახუშტი კოტეტიშვილი ერთი უბრალო კაცია, თავზე ახურავს ბერეტი, გაქექილ ჯინსებ აცვია.
როგორც რო მწყემსი ქაცვია. მისთვის კაცია მთავარი, არა ჯური თუ ნაცია.
ხან ცოტა უზარმაცია, თავისას არ იშურებდა, სხვისი არ წაუტაცია,
არ უხმარია ცაცია. კარგ ლექსებს იჭერს შორითვე, თითქოს ყურს უდგას რაცია.
მთვრალს არსად ურაცრაცია. ბუნებით დარბაისელი ქალებთან ცოტა ანცია.
თუკი რამ უქიცმაცია. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















