მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
თებერვალია. წერა მინდება! მელნით თუ ცრემლით, ქვითინით, ქარით, სანამ მგრგვინავი უამინდობა შავ გაზაფხულად ანთია გარეთ.
გავცდე ყველაფერს უსიერ ტყეში, სად უაღრესი აურზაურით ცრემლსა და მელანს აჭარბებს თქეში.
შეჭვარტლულ მსხლებად დაგიშენს მაღლით გუბეში, სადაც ჩაძირულ იყავ თვალების ფსკერზე ჩამხმარი ნაღვლით.
ქარები ოხვრით ნათხარ-ნათრევი და ლექსის მოთქმაც უფრო ნაღდია - შემთხვევითი და ნაუცბათევი. |
















