მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6767 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:

ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,

გაბმულა დათვი მახეში,

ახლა -

უთვლიან უარს...


ჰგავს დათვი იგი მხარბეჭით ამ დროს,

მეტი რომ არ ვთქვათ, კანდელაკს, სანდროს

და უხერხულიც კი არის, კაცმა

ამ ლიფსიტასთან

დაწოლა ჰკადროს.


ხოლო ვაჟკაცი ბლუა და ყრუა,

პატარა ქალმა იხმარა ჭკუა

და ტიტლიკანა ამურის მშვილდით

ბანჯგვლიან მკერდზე ისარი ბზუა...


ვინ არის იგი მამაკაცთ შორის,

არ სიზმრებოდეს კისერი ბროლის!

ეგ - კი, ბატონო! ხატი და რჯული,

არც უფიქრია

დათვს შერთვა ცოლის!


პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:

ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,

გაბმულა დათვი მახეში,

ახლა -

უთვლიან უარს...


ამძუვნებული ვაჟკაცი გმინავს,

ხან სცეცხლავს ჯანში, ხან ტანში ჰყინავს,

პატარა ქალი ზის ტყემლის ძირას -

ლეღვსა და ატამს სჩირავს...


მოვიდნენ, დასხდნენ მოციქულები -

ოც-ოცდაორის, მოწიფულები,

მუხლზე დაიწყვეს გრძელი ხელები,

ძლივს ამოღერღეს წრფელი ხვრელებით,

თქვეს: შევაერთოთ

ნორჩი გულები...


ქალის მშობლებმა არც წესი წიხლეს,

მამა-პაპათგან რაც ქმნილა, იქმნეს -

დაასხეს ღვინო, ჩამოდგეს ტაბლა,

პატარა ქალი ტაბლასთან იხმეს.


არც ისე უცბად, არც ისე ხელად,

თანხმობის მსგავსი ამოთქვა ძნელად, -

ბიძაჩემს უთქვამს, ვაჟა ფშაველას, -

"თავი ჩაჰკიდა მელად"...


- პატარა ქალო! - რაო, ბატონო?!

- რაო და ის, რომ ჩვენ არ ვტყუვდებით...

შენ კაი სული არა ხარ -

დადიხარ - გულში მელაკუდებით...


ეწიე მიზანს შენ შენსას, მახლას!

შენ ხარ სახნავი - სახნისი დაგხნავს! - 

არის ქორწილის მზადება ორმხრივ,

ყარაჩაიდან ელიან საკლავს...


გაბატონდები შენ, ვიცი, ქმარზე,

ეგ მართალია, შესჯდები მხარზე,

ან მამრზე მდედრი, ან მდედრზე მამრი -

ასეა, ოდით ყოფილა ასე...


მაგრამ ამაღამ ამოვა ქარი,

მაგრამ ამაღამ გახდები ქალი...

"ვაი, დედოფალ", "ვაი, დედოფალ",

"ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ