მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 360 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჯერ პატარა გოგონაა რუბია,

წარბი წარბზე სურმით გადაუბია,

თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,

ბაგეები მარჯნად გადაუპია.


სავსე მკერდზე - ფულები და ვერცხლები,

და იმ მკერდქვეშ - მოფართხალე მერცხლები,

ამ წარბებმა გასაფრენად მომზიდა,

მის წამწამთა ქარს ავყევ და ვერ ვცხრები.


ალვა ტანი, - უშოლტესი ალვაზე

და თვალები - მოსისხამე ალმასი,

რუბი, მითხარ, მაგ ბაგეთა თასიდან

უკვდავების წყარო რატომ არ მასვი?!


რუბი, მითხარ რამე, აგრემც იხარე,

გაგიშალო ზეცის ფარჩა-ფართალი,

სიყვარულზე ოღონდ რამე მითხარი,

ტყუილი თქვი, ნუ იქნება მართალი!


თვალთა ისართ სურთ ამ გულის აკლება?

დე, აიკლონ, რით ვარ სხვებზე ნაკლები?!

ეგ თვალები თუ უმთვარო ღამეა -

მაგ ღამეში ელვად დავიკლაკნები.


ისეც ვივლი, ფილაქანი არ მინდა!

შაში მინდა, იაგანი არ მინდა!

მაგ თვალების ბნელ, უმთვარო ღამეში

ისე შევალ, ჩირაღდანი არ მინდა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ