ჩემო ჰიპერბოლებით ნაშენებო, მეტაფორებით ნაჩუქურთმებო...
რომ ავ თვალს არ დაენახვები...
შეუძლია, ასჯერ მიქაროს... მაინც ყველაფერს გაპატიებ, ეგ ცვილის ფრთებიც ხომ მე შეგასხი ჩემს მზისაკენ აჭრილ იკაროსს...
მაშ, რა ფასი აქვს მთელ ამ მხატვრულ ზიზილ-პიპილოს, რომელიც მუდამ მზად არის, რომ მუხანათურად შედარებათა ხავერდები გადაგიფინოს... სულ მსგავსებებში განანაოს და დაგძახოდეს, თითქოს, რაიმეს ჰგავხარ ანდა რაიმეს ჰგავდი, მსგავსით შეცვალოს ყველაფერი და ცხოვრებაში ერთხელაც კი არ შეგახვედროს ნაღდსა და ნამდვილს...
რადგანაც მათში თავს თვით ღმერთი აფარებს მარად, მაგრამ მე მინდა, რომ ის ერთხელ შემხვდეს პირისპირ, რომ მისი "დიახ!" "დიახ" იყოს, "არა" კი - "არა!"
ვერასოდეს რომ ვერ ჩასწვდები მათ მრუმე წიაღს, შენ დგახარ, "არას" გაიძახი ხმაჩახლეჩილი, ის კი შენი ხმის ექოსავით გიბრუნებს: "დიახ!"
და იყოს ასე, ნამდვილი და გამოუთქმელი, ვიდრე ითქვას და მაინც დარჩეს გაუგებარი ჰიპერბოლათა ზიზილებით ნაჩუქურთმევი.
და სინამდვილე ახლოსაც კი არ მიიკაროს...
მზისკენ ავარდნილს ცვილის ფრთები ეწვის იკაროსს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |