|
არწივი მისდევს წეროსა გაგლეჯა უნდა ბრჯღალითა, ბრჯღალითა, ნალესარითა როგორც ფოლადის რვალითა. მიჰკივის წერო ცის კიდეს სად წავა ძალის-ძალითა, ღმერთს ეხვეწება შველასა, ორის საწყალის თვალითა, ღმერთი რას უშველს, ქვეყანა სავსეა ცოდვა-ბრალითა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















