|
ქრისტეა თუ ბარაბა - მიწას მიებარება! სიცოცხლე და სიკვდილი იქნებიან ბარიბარ!
ყველა ვერ ამაღლდება! ლოდებს ვუახლოვდები და იმედი მაკლდება!
ვისთვის - ცივი გემბანი! მე - ზღვის ტალღა მინდოდა, შენ - ცრემლებით გამბანე!
მიწას მიებარება! მიწას თუ მიებარა, თვალსაც მიეფარება!
ქრისტეა თუ ბარაბა! ყველას უნდა გაიგოს, ქრისტეა თუ ბარაბა!
ბოლოს ვინ ამაღლდება! ...ლოდებს ვუახლოვდები და იმედი მაკლდება!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















