შენ შოფერი კაცი ხარ, და ცხადია დუმხარ!.. ზოგჯერ ვერც კი ამჩნევენ, ახლომახლო თუ ხარ!
სვამენ სადღეგრძელოებს ჯამითა და ჭიქით!
შენზე უკეთ ვინ იცის - ეს ბედია შოფრის!
გზას გინათებს შვილების ციცქნა კიკინები.
ბრუნვა - წუთისოფლის და ბრუნვა - ოთხი ბორბლის!
უჩერდები ყოყმანით გადარბენილ ყურშას!
„რა უბრალო რამეზე! რა იოლად ხვრეტენ!”
ისევ - ბრუნვა სოფლის და ისევ - ბრუნვა ბორბლის!
და შენს გულში შენც გლოვობ არტანუჯს და ტაოს!
მიუტანე „ხაზეინს „მარლბორო და ზუთხი!
ეს ის გზაა - მთესველი და მეურმე პაპის!
ბრუნვას წუთისოფლის და ბრუნვას ოთხი ბორბლის!
„ხაზეინის" ლოდინში სეკას თამაშობენ.
წაგებული ყოველთვის, ალბათ - სამუდამოდ!
სხვის სარჩენად გამხდარხარ ქვეყნის მარჩენალი!
... მარად - ბრუნვა ბორბლის და ბრუნვა წუთისოფლის... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |