|
ერთი. ორი. სამი. ოთხი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი; ერთი თინა. ხუთი ნანა. ათი ვერა. ოცი ლუბა. ოცი წელი. ათი კვირა. შვიდი წამი. ორი წუთი. ცხრა სიზმარი. რვა სიზმარი. რვა მეცხრედი უძილობა.
რვა მუთაქა. შვიდი ტახტი. ცხრა ბალიში. ოცი ლეიბი. ოთხი კაშნე. ორი ტუფლი. ერთი პალტო. ასცხრა ქუდი. ხუთი. ოთხი. სამი. ორი. უძილობა. უძილობა.
სამი - მწვანე. სამი - ლურჯი. ორი - კარგი. ორი - ცუდი. ცხრა მერვედი უძილობა. ოთხი მთელი უძილობა. გორის ვაშლი - ვაშლის გორა: ტონა. კილო. გრამი. ფუთი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















