|
იყო საღამო ჩავლილთა მსგავსი, მზის სუნი ჰქონდა ბალახს მოცელილს, თითქოსდა ბინდის უვრცესი გარსი სხვა საღამოთა იყო მომცველი.
იმეორებდნენ ძახილს უძველესს, გვიხმობდნენ ჩვენი წასული ძმები ჩვენ, ჯერჯერობით გარდაუცვლელებს.
და ცის კიდური ისე გახამდა, რომ ყველა დროის სიჩუმეს ვისმენ, თითქოს ყველა დღე ერთად დაღამდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















