|
მე მახსოვს შენი თბილი მკლავები და იმ მკლავებში როგორ გავები სულ უნებლიეთ, ახლაც ვიგონებ და შევექცევი როგორც სალაფავს ჩემივე წარსულს სადღაც გაფრენილს, რადგან ესაა ჩემი ალაფი, სხვა აღარ დამრჩა აღარაფერი.
დროდადრო მაინც ვაცლი შალაშინს, ბედნიერია, ვინც თავს უშველა და ფიქრში - ბებერ მაწანწალაში ისევ იღვიძებს ძველი სურვილი.
და იმ მკლავებში როგორ გავები… მახსოვს, გავები იგივეები და სხვანაირიც მახსოვს, გავები…
აღსავსე ნდომით და იგავებით, წამღერებული მახსოვს ხმოვანი, მე იმ ხმოვანში ისევ გავები… |
| პოეზიის გვერდი • • • |
















