|
მეგონა ჩემთან იყვნენ ისინი, მოვიხედე და აღარ არიან, ეს მეგობრობაც ქრება ნისლივით და რაც შემოგვრჩა "არხალალია!"
რაღა თქმა უნდა - არახალია, ყოველი ღამე შხამით სავსეა და სიტყვაც გულში დანახალია.
ძმაც კი სულეთში სანახავია, ვინც წყვდიადიდან მზე გამოადნო, უხსოვარია, თან ახალია.
და ჩემთვის მიწა არ იარსებებს, მარად მოუცლელს მარად მეცლება და მოიცლიან ჩემთვის ასევე… |
| პოეზიის გვერდი • • • |
















