|
შენ რომ შეგეძლოს ჩვენთან მოსვლა, ან მე შენამდე რომ მოვაღწიო, თუნდაც ისე, სიტყვაში რომ მეგულები და ვგრძნობ შენს ყოფნას;
არის მხოლოდ უცბად გასვლა რეალობიდან და გახედვა წუთის ღრიჭოში, სადაც ჩნდება ფარშევანგი - შეწყვეტილ სიზმრის ორეულივით, მდუმარებამ რომ გამოჩეკა და აქედან გასასვლელს ეძებს.
და ისე გიჭირს მისი უკან ჩაბრუნება, როგორც თვალში ბრწყინვის დამალვა.
თავს აფარებ მიმიკრიას და არითმიას, დამემალე და მომინდა იმის გაგება - რისი თქმა გსურდა?!
სიტყვად ვერ იქცა და მივხდი, ისე ახლოს იყო შეგრძნების ენა, რომ შევუერთდით დუმილს ორივე, სადაც შეგვეძლო უსიტყვოდ ყოფნა და სათქმელის გულში გავლება, ჩვენ რომ გვესმოდა და სხვას არავის;
ორივე მხარე; წონასწორობას ვგრძნობ, მაგრამ არ ჩანს, მე ხმებს ვხედავ, თქვენს მოძრაობას სმენას ვაყოლებ, გეძახით უხმოდ, თქვენს გამო ჩემში მიწა ატირდა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















