|
მე და მინდორი გულაღმა ვწევართ, თაფლის სურნელი მაბრუებს მინდვრის, ის ჩემი, მე კი მისი შემწე ვარ, მე მას ვუდრი და იგი მე მიდრის. ესაა ჩემი მყუდრო სახლ-კარი, ცის სახურავი, გულში საყდარი.. ვინ მიუჩინა ჩემს მარტოობას ულამაზესად მკვიდრი საყრდენი - განსაცვიფრებლად მდედრი მინდორი, ისე ღრმა, ისე სურნელოვანი - დო რე მი ფა სოლ, ლა ლა სი დო რე, საუკუნეთა ფარული სუნთქვა, გადამალული დროის სიმდორე და ვარსკვლავები - წვრილ-წვრილ შვილებით, მოყურადებულ ცის მონიტორით, ჩვენს სიახლოვეს მოენატრება, ღამის სიმშვიდე და ცხრა-კლიტური. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















