მზეს მივუშვირო დაღლილი სახე, მინდორში ვეგდო, თვალებს ვლულავდე... მეც ბავშვობიდან მოვდივარ აქეთ, - რა მანძილია სიხარულამდე?
ჯერ კიდევ დრო მაქვს, თუმცა მთავარი გზა გამივლია. მე ნაბიჯ-ნაბიჯ სიფრთხილით ვზომავ, - სიხარულამდე რა მანძილია?
გული - გულადვე... ღამე - ღამედვე... დილა - დილადვე... რა მანძილია სიხარულამდე? ალბათ იმდენი, რაც სიკვდილამდე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |