მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
კედელზე ისრებს აუტყდათ ცოცვა, ხოჭოსას მოჰგავს საათის ქცევა. რა საჭიროა თავების ხოცვა, თეფშების სროლა, ჭიქების მსხვრევა?!
ხვალ უარესის მოუწევს ნახვა, რატომ მივეცეთ ავბედით ფიქრებს, წინასწარ ძრწოლას და პირჯვრის სახვას?!
იქნებ ვერ შევძლოთ ვერაფრის შველა, იქნება თავზე დაგვექცეს ქოხი, ან გააჩუქონ ლეკვები ყველა?!
და მთვარედ გვადგას ნათელი უფლის, ახლადგარეცხილ წინსაფრის დარად ქათქათით შრება ნაფლეთი ღრუბლის.
მოწყენილობის უცები სმერჩი გადაწყვეტს, ქება გიძღვნას მრავალი, სხვა რაღა გინდა, ვის რაღას ერჩი?
ნავთს შეეწირა ეს ერთი წელი, როცა რუხ-ლურჯი დადგა აისი, გამოიღვიძა და იყო სველი.
და თანაგრძნობის ეცემა დამბლა. მისგან სველდება ბალიში ღამის, სადაც მან ჩუმი ქვითინი დაფლა.
მას ხომ არასდროს არ აქვს ნახუმრი. ვით ჩავუჩუმო დარდები ყველა ამ ნაზაფხულევს შემონახული.
ჭაღარავდდება რუხი ბუჩქნარი. ის პირქუშია, შენ კი ხარ ღია, დღე - მოუთმენლად გასაფურჩქნავი.
სხვა ვინ უნახავს უფრო ნეტარი? მზესუმზირების ამ მზეებს ულევს რატომ აქრობენ სოფლად ნეტავი? |
















