|
უძლური სინათლის ქალაქი ქუჩები უფერო ფერის, სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი, სულ ყველა სულ ყველას მტერი.
არავის არა აქვს ბედი. იქ სადაც იციან სიმართლე, მაგრამ არ იციან მეტი.
არავინ გაივლო თავში, არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი, მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ, იქ, სადაც არაფერს სჩადიან, უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ.
ღამეში ეძებენ გროშებს, ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ, ჰაერი, ჰაერი დროზე! |
















