|
ინგრევა ძველი უბნები, ნავლდება ბევრი ღადარი, სად არი ლხინის სუფრები, ის მოფერება სად არი,
ილანდებოდა მზის სხივი, ამოვლებული მირონში მიხაკი ენთო სისხლივით.
ყველასი იყო სტუმარი, ასი კაცისთვის არ იყო საძებნი თავსასთუმალი.
სიტყვები უკეთესობის, სუფრასთან ვხმობდით მეზობელს და მადლს ვაქებდით მეზობლის.
აღარ ჩანს კარის გამღები და როგორც სამალავიდან იცქირებიან ბალღები,
გვიცქერს სიმდიდრის პატრონი, რომ არ შეემთხვეს ხიფათი, გაუქრნენ დღენი სანდონი...
თავად ვარ გასაკითხველი, იქნება ჩემსას საწუხარს ამ ლექსით მიხვდეს მკითხველი,
ბჟუტავს სიკეთის ღადარი, სად არი ლხინის სუფრები, ის მოფერება სად არი. |
















